Scroll down

explore more

The University of Georgia

announcement

საქართველოს უნივერსიტეტი და ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრი გთავაზობთ ტურისტული მარშრუტების მოდელირების ინფორმაციული ტექნოლოგიების შემსწავლელ მოკლევადიან სერთიფიცირებულ კურსებს
21 February 2017

პირველად საქართველოში!

საქართველოს  უნივერსიტეტი და ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრი

ტურისტულ ბიზნესში დასაქმების მსურველებს გთავაზობთ ტურისტული მარშრუტების მოდელირების ინფორმაციული ტექნოლოგიების შემსწავლელ მოკლევადიან სერთიფიცირებულ კურსებს.

კურსის მიზანი:

გააცნოს მსმენელებს ტურისტული ინტერნეტ რესურსები, ელექტრონულ ტურისტულ გზამკვლევში TravelGIS-შიგანთავსებული საქართველოს რეგიონების ტურისტული მარშრუტები და ობიექტები (კულტურულ მემკვიდრეობა, ბუნების ძეგლები, ხედები, ლანდშაფტი, საპიკნიკე ადგილები, ღამისთევისა და კვების ობიექტები, ტურისტული სერვისის მიმწოდებელი ადგილობრივი მოსახლეობა), შეასწავლოს ახალი ტურისტული მარშრუტების მოდელირება როგორც კამერალურ, ასევე საველე პირობებში, რისთვისაც კურსის ბოლო ეტაპზე მოეწყობა ერთდღიანი გასვლა წინასწარ დაგეგმილ ტურისტულ მარშრუტზე.

კურსის შედეგი:

კურსის გავლის  შემდეგ მსმენელები შეძლებენ ელექტრონული ტურისტული გზამკვლევის ტურისტული მარშრუტებისა  და ინტერნეტ რესურსების  საფუძველზე დამოუკიდებლად შექმნან ტური და თავად გაუწიონ მომსახურება ტურისტულ ჯგუფებს.

კურსის თემატიკა:

  • ტურისტული ობიექტებისა და მარშრუტების ინტერნეტ რესურსები
  • ტურის მოდელირებისსტანდარტები, საველე და კამერალური სამუშაოების ეტაპები
  • ელექტრონული ტურისტული გზამკვლევის TravelGIS-ის ტურისტული მარშრუტები და ობიექტები საქართველოს მხარეების მიხედვით
  • TravelGIS-ზე არსებული ტურისტული რესურსების ბაზაზე ახალი ტურების მოდელირება
  • ტურის მოდელირება საველე პირობებში.

სწავლის მეთოდი: ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობა კომპიუტერულ აუდიტორიაში, ინტერნეტ რესურსების მოძიება და ონლაინ მოდელირება, საველე პრაქტიკა.

მსმენელთა რაოდენობა ჯგუფში  8 - 15.

კურსის ხანგრძლივობა - 2 კვირა, 6 ორსაათიანი მეცადინეობა კვირაში სამჯერ საქართველოს უნივერსიტეტის კომპიუტერულ აუდიტორიაში და ერთდღიანი საველე პრაქტიკული მეცადინეობა.

კურსის ღირებულება - 260 ლარი, თანხაში შედის 6 მეცადინეობის (12 სთ) ღირებულება და წინასწარ დაგეგმილ ტურზე ერთდღიანი საველე პრაქტიკა.

კურსზე დარეგისტრირების მსურველებმა შეავსეთ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა:

(https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdbsyqIxkpoY0RD1SnAfCmt4VDHN3T0eu4RRb0t6tTV4bxOaQ/viewform )

ან მოგვწერეთ მისამართზე:  s.tsiramua@ug.edu.geinfo@travelgis.ge

აპლიკაციების მიღების ვადა 21 თებერვლიდან 28 თებერვლის  ჩათვლით.

სწავლა დაიწყება  1 მარტსმსმენელებთან შეთანხმებული მოქნილი გრაფიკით

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 591 992987 (პროფ. სერგო ცირამუა).

მისამართი: კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი,  IV კორპუსი,  II სართ., ოთახი 205

SHARE ON







OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia